„ექსპო ჯორჯია” ერთადერთი გამოფენების ცენტრია საქართველოში და აგრეთვე ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი კავკასიის რეგიონში.
1995 წლიდან ექსპო ჯორჯია ფლობს და მართავს ერთადერთ გამოფენების ცენტრს საქართველოში და აგრეთვე ერთერთ წამყვან ცენტრს კავკასიის რეგიონში. კომპანია რეგულარულად ქმნის და ორგანიზებას უწევს საერთაშორისო ინდუსტრიულ გამოფენებს, სხვადასხვა სახის კონფერენციებს და ფორუმებს, B2B, B2C, B2G ღონისძიებებს/პლატფორმებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ცალკეული ინდუსტრიების განვითარებაში.
წლების განმავლობაში ექსპო ჯორჯიას ღონისძიებები, გადაწვეტილების მიმღებთათვის, გახდა შესანიშნავი პლატფორმა ახალი პროდუქტების შესაფასებლად, კონტაქტების დასამყარებლად, მომწოდებლებთან ურთიერთობების გასაფართოვებლად და შესყიდვების განსახორციელებლად. ბევრი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია მიიჩნევს ექსპოჯორჯიას საიმედო პოარტნიორად და მნიშვნელოვან მოკავშირედ ბიზნეს ურთიერთობების დამყარებისა და განვითარებისთვის.